გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ მშენებარე რვავე სასტუმრო ერთი პირობით - მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება არ უნდა შეფერხდეს და პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს

4-11-2019

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი“ – ბიზნესისადმი ბიძინა ივანიშვილის ამ შეთავაზებას, მისივე თანხმობით ჟურნალი „Entrepreneur“ ინტერვიუს ბოლოს აქვეყნებს.

„იგი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას დამატებით გეგმავს იმ ექსკლუზივებში, რაზეც ინტერვიუში ნაწილობრივ ისაუბრა

იმავდროულად, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიმე ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილის მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს.

რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ პროექტს, მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში ითქვა - გაწეული ხარჯების მკაცრი აუდიტი.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ მშენებარე რვავე სასტუმრო ერთადერთი პირობით - მათი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დროში არ უნდა შეფერხდეს (მაქსიმალური ვადა - 2 წელი) და დამტკიცებული პროექტები შეთანხმების გარეშე არ უნდა შეიცვალოს”- წერს ჟურნალი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს პოსკრიპტუმში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930