გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  უაქციზო სიგარეტის შენახვა -რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

28-02-2018


 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი  პირი დააკავეს.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში  ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი  უაქციზო სიგარეტი ,,მასტერი.“  ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელებისჯამში  3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

 ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება  42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის  მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30