გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ვიდეო
სოფიო კილაძე ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრისას ატირდა

5-11-2019

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. ამის შესახებ დეპუტატმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

დეპუტატი ამბობს, რომ უწყებამ მის ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. „შემიძლია დაგიდასტურით, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. თუმცა, იმავდროულად ვუფრთხილდები ჩემი გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ჩემ არასრულწლოვან შვილს და მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031