გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთიში დაგეგმილ უმსხვილეს გამოფენაზე მონაწილეობას რამდენიმე ათეული ქართული კომპანია მიიღებს

5-11-2019

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-20 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) იმართება, სადაც საქართველოს  საგამოფენო სივრცე გამოეყო.

აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით,  გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებულია, როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 33 ქართული კომპანია, მათ შორის, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნესკავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 150-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია. პროფესიონალი შემსყიდველების სახით გამოფენაზე 400 000-ზე მეტი ვიზიტორის სტუმრობაა დაგეგმილი, თავად საგამოფენო სივრცე კი 270 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

აღნიშნულ გამოფენაში, საქართველოს უკვე მეორედ გამოეყო სივრცე. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გასულ წელს, გამოფენა ძალიან მასშტაბური და წარმატებული აღმოჩნდა ქართული კომპანიებისთვის და ადგილზე დამყარებული ბიზნესკავშირების შედეგად, დაახლოებით 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031