გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაჩეჩილაძე: „მწვანეთა პარტია“ მიესალმება ბიძინა ივანიშვილის ახალ ინციატივას დაეხმაროს დედაქალაქს კიდევ ერთი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში

5-11-2019

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მიესალმება ბიძინა ივანიშვილის ახალ ინციატივას დაეხმაროს დედაქალაქს კიდევ ერთი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში და მზადაა თავისი ყველა რესურსით ჩართოს ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში , - ამის შესახებ ,,საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მიესალმება ბიძინა ივანიშვილის ახალ ინციატივას დაეხმაროს დედაქალაქს კიდევ ერთი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თბილისის მწვანე ნარგაობა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. 50-იან წლებში მეწყერული და ღვარცოფული მოვლენებისგან დასაცავად ქალაქში ხელოვნურად გაშენებულმა მწვანე ნარგავებმა მასიურად დაიწყო ხმობა (64 ათასი ხე და 8,5ათასი ბუჩქი ხმება ან დაავადებულია), რაც ძირითად გამოწვეულია ჯერ კიდევ მაშინ, თბილისის კლიმატისა და ნიადაგების შეუსაბამო სახეობებით (ტუია, კიპარისი და შავი ფიჭვი) განაშენიანებით, რის გამოც შეუმცირდათ სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუჩნდათ დაავადებები. სამწუხაროდ, ეს დაავადებები გადამდებია და სწრაფად თუ არ ვიმოქმედეთ ჯანსაღ ხეებსაც დააზიანებს. თანაც ამას მნიშვნელოვნად აჩქარებს კლიმატის ცვლილებაც!

ბიძინა ივანიშვილის პროექტის მიხედვით სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარზე, (სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი) მოხდება გამხმარი და დაავადებული მცენარეებს ჩანაცვლება კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით - მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით, აკაკითა და იფანით, მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა და „საქართველოს მწვანეთა პარტია“ და მზადაა თავისი ყველა რესურსით ჩაერთოს ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში“,- წერს გია გაჩეჩილაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930