6-11-2019
პოლონეთში, ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ორგანიზებით გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა, პოლონეთის სახელმწიფო არქივების დირექტორმა პაველ პიეტრჟიკმა და საქართველოს ელჩმა პოლონეთში, ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.
არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. ექსპოზიციაზე ასევე, წარმოდგენილია 100 წლის წინათ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები.
ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.