გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"მუსიკა ღმერთების ენაა, შეგიძლია მთლიანად გადმოსცე ის, რისი გადმოცემაც საუბრით შეუძლებელია"

28-02-2018

მუსიკოსი, მომღერალი, თინეიჯერების კუმირი, განსხვავებული ვოკალის მქონდე, ნიჭიერი, წარმატებული და პოპულარული გიგი ადამაშვილი საუბრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სიმღერა.

საზოგადოება ყოველთვის თბილი ვერ იქნება, ის ზოგჯერ კრიტიკული არის, მაგრამ გიგი თავს კარგად გრძნობს. მისი სამომავლო გეგმები იმდენად დიდი და საინტერესოა, მაგრამ საქართველოს არ უკავშირდება.


ბლიც-ინტერვიუ გიგი ადამაშვილთან.


სახელი:- გიგი


გვარი:- ადამაშვილი


ასაკი:- 19


ჰობი:- კომპიუტერული თამაშები


მუსიკა ეს არის:- მუსიკა ღმერთების ენაა. შეგიძლია მთლიანად გადმოსცე შენი მდგომარეობა, ხასიათი, ფიქრები, ის რასაც საუბრით ვერასდროს გადმოცემ.


გიგის ერთი ჩვეულებრივი დღე:- როდესაც საქმე არ მაქვს, შემიძლია მთელი დღე ვიწვე და ფილმებს ვუყურო.


ბავშვობა:- ბავშვობაში ძალიან მშვიდი ვიყავი, მიყვარდა სახლში ყოფნა, უფროსებთან საუბარი, მუსიკა. დავიჭერდი ძველ ჩეხურ გიტარას, სარეცხის ჯოხს, მიკროფონად და ვმღეროდი.


მოგონება, რომელიც ყოველთვის გახსოვს:- პირველად, როდესაც ავედი სცენაზე და ტაში დამიკრეს. ყველაზე მძაფრი შეგრძნება მაშინ მქონდა.


პირველი სიყვარული:- სიყვარულით არ მყვარებია, ძალიან მომწონებია, მაგრამ სიყვარული ჯერ არ განმიცდია.


შეყვარებული გიგი:- ალბათ ძალიან მესაკუთრე და თბილი იქნება, მჭირდება მუდმივი სითბო და სიყვარული, მეც ანალოგიურს გავცემ.


სიყვარული ეტაპობრივად მოდის თუ ესე სწრაფად ,,მოვარდება“:- ორივე შეიძლება, მაგრამ ჩემთან მგონი, რომ სწრაფად ,,მოვარდება“.


ღალატობ მაშინ:- როცა შენს თავს არ სცემ პატივს.


,,გოგონებთან ძალიან მარტივი ვარ“ რას ნიშნავს ეს?:- ,,მარტივი" იგულისხმება ის, რომ არასდროს არ ვთამაშობ. ვარ ის რაც რეალურად ვარ.


როგორი უნდა იყოს გოგო, რომ მოგეწონოს:- არ მაქვს კრიტერიუმები, ყველა ქალს აქვს თავისი ხიბლი და სილამაზე, შესაბამისად არ ვიცი, რომელ ადამიანში რას დავიჭერ ისეთს რაც ძალიან მომხიბლავს.


რას ვერ აპატიებ ადამიანს:- ორპირობას, ზურგს უკან საუბარს, გვერდით არ დადგომას, როდესაც ეს ძალიან გჭირდება, როგორც სიხარულის დროს ისე გაჭირვების როს.


ცხოვრებაში, ყველაზე დიდი გამოწვევა:- უკრაინული ,,X ფაქტორი“ 16 წლის ვიყავი, როდესაც წავედი მარტო. არც ერთი ენა არ ვიცოდი, მეგობრები მეხმარებოდნენ ინტერვიუებზე. გავრისკე და დიდი შედეგიც მივიღე.


გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიგაჩნია:- ვფიქრობდი უკრაინის ,,X ფაქტორის“ შემდეგ გამერისკა თუ არა საქართველოს ,,X ფაქტორში“ გამოსვლა. გავრისკე და სწორი გადაწყვეტილებაც გამოვიდა.


პირველივე ნოტით ხიბლავ მსმენელს:- მგონი გამომდის, რაღაცნაირად ალბათ გულწრფელი ვარ, როცა ვმღერი, არანაირი განსაკუთრებული ვოკალური შესაძლებლობები არ მაქვს, უბრალოდ ის რაც მაქვს არის ჩემებური და ინდივიდუალური.


რა ასაკიდან მღერი:- 11 წლის ვიყავი, როდესაც დედამ აკორდები მასწავლა გიტარაზე და 12 წლიდან ავმღერდი.


ქართული ,, X ფაქტორი“:- ქაოსური სიმშვიდე ჩემთვის, უდიდესი სიამოვნება, დიდი სცენა და წარმატება, ასევე რა თქმა უნდა დიდი გამოცდილება მომცა, ახლა, რომ ვუყურებ ვიდეოებს არ მომწონს ძალიან ბავშვურად ვმღეროდი.


გიგი, სულ ახლახანს გქონდა სიმღერის პრემიერა ,,ქარი ქრის“:- დიახ ეს სიმღერა ნატო ღოღობერიძემ დამიწერა. მე ძალიან დიდი გეგმები მაქვს, რომელსაც ხალხი მალე გაიგებს, მაგრამ მინდოდა საქართველოშიც გამეკეთებია რაღაცეები. მინდოდა ქართული სიმღერა მემღერა.


საზოგადოებას ძალიან მოეწონა და თბილი კომენტარებიც დაიმსახურე:- კი საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ჩემი მიზანი არ იყო კომერციული გათვლა, უბრალოდ შემიყვარდა ეს სიმღერა და გულით გავაკეთე მეტი არაფერი.


მუსიკის გარდა სხვა პროფესიის არჩევას არ აპირებ:- არ ჩავაბარე, არ მაინტერესებს. თუ მე ვარ მუსიკოსი ვერ ვიქნები პარალელურად დიპლომატი, ამას სულ ვამბობდი და ახლაც იგივე აზრზე ვარ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მე არ შემიძლია სხვა საქმის კეთება.


თაყვანისმცემლები ისევ განებივრებენ:- მიყვარს ყველა, ვისაც ვუყვარვარ მე. ამას ყოველ დღიურად ვგრძნობ, ბევრ საჩუქარსაც ვიღებ. ყველა საჩუქარს ვინახავ სამახსოვროდ.


საზოგადოება:- სხვადასხვანაირია. კრიტიკულიც, თბილი, ზოგჯერ აგრესიულიც. ეს ბუნებრივია, ყოველთვის კარგ ემოციებს ვერ გამოიწვევ ყველა ადამიანში, თუმცა მე თავს კარგად ვგრძნობ.


ცხოვრების მთავარი მიზანი:- ვიყო კარგი ადამიანი. მოვერიო ჩემში იმ ცუდ თვისებებს რაც მაქვს და ვაკეთო ის საქმე რაც ყველაზე მეტად მიყვარს.


სამომავლო გეგმები:- ძალიან სერიოზული და დიდი გეგმები, რომელსაც მალე გაიგებთ. ჯერ მეც შოკში ვარ.


წარმოიდგინე. ხვალ ხმა, რომ არ გქონდეს:- ოღონდ ეგ არ წარმომადგენიოთ და რაც გინდათ სხვა. არ მიფიქრია მაგაზე.

digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930