6-11-2019
„ფრიდომ ჰაუსის“ ახალ ანგარიშში ასახულია პერიოდი 2018 წლის 1-ლი ივნისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. ამის მიუხედავად, ონლაინ წყაროების პოლიტიკური მიზნით კონტროლისა თუ მანიპულაციის მაგალითების დასტურად ანგარიშს მოხმობილი აქვს 2019 წლის ზაფხულის მოვლენების დროს ონლაინ აქტივისტთა შეტყობინებები ბოტ-აქტივობების შესახებ. ბოტებისა და ტროლების შესახებ ძირითადი ინფორმაცია კი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს ეხება, სადაც ნათქვამია რომ სალომე ზურაბიშვილი ასევე წარმოადგენდა ფეიკ-ნიუსების სამიზნეს“ - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი ტვ „იმედის დღის ქრონიკაში“
მისი თქმით, „უცნობია, რამდენად საიმედო წყაროა „ფრიდომ ჰაუსისთვის“ „მედიის განვითარების ფონდი, რომელიც თავად წარმოადგენს მიკერძოებულ ორგანიზაციას.
„პოლარიზებული მედიაგარემოს შეფასებებისას „ფრიდომ ჰაუსი“ ეყრდნობა ისეთ წყაროებს, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „მედიის განვითარების ფონდი“ - ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი. ეს უკანასკნელი, რომელიც თავად წარმოადგენს მიკერძოებულ ორგანიზაციას, რამდენადაა საიმედო წყარო, უცნობია“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, ამ კითხვის ნიშნების მიუხედავადაც კი, საქართველოს შესახებ ანგარიშში გაუარესება არ გვაქვს.
„ცხადია არაფერია ნახსენები ზაფხულის მოვლენებზე მედიის ნაწილში, როდესაც მთლიანად შეიცვალა საინფორმაციო ველი, გაჩნდნენ ახალი მედიასაშულებები და მიმდინარეობს დავა რუსთავი ორის ყოფილ მფლობელებს შორის. ამ ანგარიშში არ გვხვდება ისეთი უხეში ეპიზოდები, როგორც ეს მოხდა წინა ანგარიშში. ყველაზე ხმაურიანი გამოდგა შეცდომა, სადაც ტელეკომპანია იმედი 2011 წლამდე ნაცმოძრაობის მიმართ კრიტიკულ მედიად იყო მოხსენიებული.
ანგარიშში პოზიტიურადაა მოხსენიებული ახალი კონსტიტუციური ნორმა, სადაც ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებადაა აღიარებული და რომელიც ძალაში 2018 წლის დეკემბრიდან შევიდა. ყველაზე დიდ პრობლემად მაინც რჩება ფეიკნიუსები, ინტერნეტ ბოტები და ტროლები და ინფორმაციით მანიპულაცია“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.