გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახო სანაია: თუ გიორგის მკვლელობაზე ხელახალ გამოძიებას დაიწყებენ, ნიშნავს იმას, რომ დაიწყება გარემოებების ხელახალი შესწავლაც

28-02-2018

ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში მისი ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ დაკითხეს.

საქმე პატიმარ კოტე ციხისთავის იმ განცხადებას ეხება, სადაც მან შეკვეთილ მკვლელობაზე ისაუბრა და კონკრეტული პირის ვინაობაც დაასახელა.

„გვაცნობებენ, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ გამოძიების დაწყების თაობაზე. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ დაიწყება გამოძიება, ეს ნიშნავს, რომ დაიწყება გარემოებების ხელახლა შესწავლა. ეს იქნება ხელახლა გამოძიება და შეეხება მთელ საქმეს“- განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, რომ როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში კოტე ციხისთავმა განაცხადა, ჟურნალისტის მკვლელობა ხელისუფლებამ დაგეგმა, წინასწარ მიმდინარეობდა ჟურნალისტზე თვალთვალიც. მკვლელად ციხისთავი მისი ბანდის ყოფილ წევრს შოთა ჭიჭიაშვილს ასახელებს.

გიორგი სანაია 2001 წლის ზაფხულში მოკლეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930