გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა - ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ, ყველა ახალწვეულს ასე ექცეოდნენ, რა უნდა მექნა?

7-11-2019

რუსმა წვევამდელმა, რომელმაც სამხედრო ბაზაზე ცეცხლი გახსნა, განაცხადა, რომ მას სამხედროები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

საქმე ეხება 25 ოქტომბერს რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ახალგაზრდა წვევამდელის ცეცხლის გახსნის შედეგად, 8 ჯარისკაცი დაიღუპა. მაშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამილ შამსტუდინოვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

„იმ დღეს ოფიცრებმა პირობა დადეს, რომ გამომიყვანდნენ და გამაუპატიურებდნენ. მე ვიცოდი, რომ ყველა ახალწვეულს ჩემამდე ასე ექცეოდნენ. იმ საღამოს ჩემი ჯერი იყო. წასასვლელი არსად მქონდა, რა უნდა მექნა?“-აცხადებს შამსუტდინოვი.

მოგვიანებით, რუსულ მედიაში შამსუტდინოვის მამისადმი მიმართაც გავრცელდა. „მაპატე მამა, სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. ან ისინი მომკლავდნენ, ან მე უნდა მომეკლა“, - ამბობს წვევამდელი და დასძენს, რომ არ ნანობს „განზრახ ჩადენილ დანაშაულს“.


https://www.interpressnews.ge/ka/article/571587-rusi-cvevamdeli-romelmac-samxedro-bazaze-8-jariskaci-mokla-opicrebma-mitxres-rom-gamaupatiurebdnen-qvela-axalcveuls-ase-ekceodnen-ra-unda-mekna

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30