გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა რეხვიაშვილი მიგრანტთა რეინტეგრაციის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს შეხვდა

28-02-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.

 

გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების დაფინანსებასა და საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

 

გამარჯვებული ორგანიზაციები საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ გამოავლინა. კომისიის შემადგენლობაში შედიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი. პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს:

 

 

  • „საზოგადოებრივი დამცველი - „თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი;
  • ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - სამეგრელო-ზემო სვანეთი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ - აჭარა, გურია;
  • ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი;
  • „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) - კახეთი.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031