გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი მიდის დიპლომიანებთან” – გოცირიძე

8-11-2019

დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე”,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კურსელები ხინკალზე დაპატიჟა. 

metronome


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930