გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დაესწრება

9-11-2019

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და აგრეთვე, გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად, საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031