9-11-2019
საგურამოში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ახალი სხვერი გაიხსნა. სკვერის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი დაესწრო. მისი თქმით, დღეს გახსნილი პარკის ტერიტორია შესაძლოა კიდევ გაიზარდოს და უფრო დიდი სივრცე მოიცვას.
„ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და მოდით ჯერ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. საგურამო ნამდვილად არის საკულტო სახელი ყველა ქართველისთვის, ეს არის ადგილი სადაც მოღვაწეობდა დიდი იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები საიდანაც დაიწყო სამონასტრო ცხოვრება საქართველოში.
ეს არის ადგილი სადაც მოღვაწეობდნენ ორი უდიდესი ქართველი ილია ჭავჭავაძე და დავით გურამიშვილი.
ეს ადგილი კონკრეტულად სადაც იყო ეხო და მამული გურამიშვილების და სადაც დავით გურამიშვილი თვითონ დადიოდა და მოღვაწეობდა და ეს არის ადგილი სადაც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე საყვარელი ადგილია დასასვენებლად ყველა ქართველისთვის და თბილისელებისთვის იმიტომ, რომ თბილისთან ასე ახლოს არის. და კონკრეტულად ეს ადგილი სადაც ახლა ჩვენ ვართ და სადაც ახლა ეს ლამაზი პარკი გაკეთდა გარდა იმისა, რომ იყო საუკუნე ნახევრის წინ ეს იყო გურამიშვილების მამული, შემდგომ სამხედრო პერიოდში ეს იყო სამხედრო ბაზა, რუსული საბჭოთა სამხედრო ბაზა, ხოლო შემდგომა იყო ადგილი ნაგავსაყრელი, სადაც უბრალოდ შემოცვლაც შეუძლებელი იყო და სახიფათო ბავშვებისთვის და დღეს აქ გაკეთდა ულამაზესი დასასვენებელი ადგილი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მოხუცებისთვის, შეყვარებულებისთვის და ყველასთვის ვისაც აქ ყოფნა უყვარს, საგურამოელებისთვისაც და აქ ჩამოსული სტუმრებისთვისაც.
მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ „ქართუს“ ამ ძალიან კარგი საჩუქრისთვის. არის ზემოთ კიდევ ადგილები სადაც შეიძლება პარკი გაკეთდეს და ეს ორი ჰექტარი ტერიტორია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს და გაფართოვდეს ამ ახალი ადგილების შემომატებით“-განაცხადა სუბარმა.