გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

28-02-2018

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან შუშის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდებისდან ერთ-ერთი ინგოროყვას კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 
როგორც ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, გიორგი ხარჩილავამ განაცხადა, პაციენტს ტრამვული შოკი და სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვა ტრამვები აღენიშნებოდა. 

„პაციენტი შემოყვანილია ემერჯენსის განყოფილებაში. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვის მიღების შემდეგ. გადაუდებლად იქნა აყვანილი საოპერაციოში. ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ადგილი ჰქონდა გულის გაჩერებას, შემდეგ მოხერხდა აღდგენა, თუმცა ისევ გაუჩერდა.
პრაქტიკულად პაციენტი გარდაიცვალა ტრამვული შოკით და სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვა ტრამვების გამო“- განაცხადა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსმა, გიორგი ხარჩილავამ. 
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინციდენტისას დაშავდა კიდევ 5 მოზარდი. მათი ნაწილი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილი კი „ამტელ ჰოსპიტალში".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30