გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა

28-02-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს მომხდარ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომელსაც ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. 
პრემიერმა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს.
სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად...“განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინციდენტისას დაშავდა სულ 6 მოზარდი. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30