11-11-2019
ლევან ვასაძე პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას პარტიის შექმნის შესახებ, წინ ბიძინა ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრები უძღოდა.
აღნიშნულ საკითზე, ლევან ვასაძის თანამოაზრემ, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ზნეობა დაიცავი’’ -ის დამფუძნებელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განცხადება გააკეთა.
,,დიდი ხანია პოლიტიკური პარტიის შექმნა იგეგმება, რომლის შემადგენლობაშიც ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეებიც იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ აქციებზე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდა, ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები მაინც გავერთიანდებით’’ - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, თუ ლევან ვასაძის პარტია პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი იქნება, მასთან არ ითანამშრომლებენ.