11-11-2019
წელს, ევროპის საბჭო ორგანიზაციის დაარსების 70 წლის, ხოლო საქართველო კი
ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საიუბილეო მონეტა გამოუშვა.
„70 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა ორგანიზაცია, რომელმაც მიზნად დაისახა დაიცვას ის პრინციპები, რომლებიც საერთო ევროპული მემკვიდრეობის ნაწილია.
დაარსებიდან 50 წლის შემდეგ, 1999 წელს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და დაიბრუნა მისი ადგილი, ევროპის პოლიტიკურ რუკაზე.
სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც ოცი წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გაჟღერდა, საიუბილეო მონეტაზეა გამოსახული“-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტა საზეიმო ვითარებაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა.