გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბარათაშვილზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

28-02-2018

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. 
როგორც განცახდებაშია ნათქვამი, უწყება მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობს. 

„დღეს,28 თებერვალს, დაახლოებით დღის 15:30- ზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. 
სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატავად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს დაამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს”- ნათქვამია განცხადებაში. 
შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილზე დღეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან შუშის გადმოვარდნას ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 მოზარდი კი დაშავდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30