11-11-2019
„დამკვეთები უნდა დაისაჯონ. ის ვინც ცდილობს ამის ნებით გავრცელებას არის ამაზრზენი დანაშაული, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მაგრამ, მისივე თქმით, ყველაზე უფრო ამაზრზენი არის ის, რომ ამ იდეის ავტორები, ვის მმართველობის პერიოდში დასაბამი მიეცა ამ გახრწნილ პროცედურებს, ცდილობენ პროცესი მმართველ გუნდს აქეთ შემოუტრიალონ.
„კასრების პატრონები“, სადაც უამრავი ასეთი გადაღებული მასალა ინახებოდა და ბევრი განადგურდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს - როდესაც ესენი ცდილობენ, რომ საზოგადოებას, მმართველ გუნდს შემოუტრიალონ ეს პროცესი და ითხოვენ სწორედ შემკვეთების თითქოს დასჯას. ამ დროს თავად არიან ამ ყველაფრის მონაწილენი, თანამონაწილენი, თუ პირდაპირ ოპერატორები არა - ყოველ შემთხვევაში, არიან დუმილით ამ საქმის თანამონაწილენი. ეს არის კიდევ მეორე დიდი მკრეხელობა, რასაც ისინი ეწევიან.
ჟანგმოკიდებული გია ბარამიძე რას იტყვის ძალიან მეეჭვება რომ საზოგადოებისთვის მის სიტყვას ახლა გარკვეული ფასი ჰქონდეს და ეს პროცესი მათ შეასაღონ საზოგადოებას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.