11-11-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდბა.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, თიანეთის, სამუელ ბუაჩიძის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ცოდნისკარის, ქეთევან მაღალაშვილის, შატილის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე სამღერეთის, წრომის, კისისხევის, ქებურიას, რევაზ ურიდიას, რევაზ ინანიშვილის, ძმობის, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, უიარაღოს და წაღვერის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე დომენტი ჟღენტის, ტყიბულის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, ხვანჭკარის, საჩხერის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე პეკინის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ტარას შევჩენკოს სკვერის, კეკელიძის, ფალიაშვილის, თაყაიშვილის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, გაგარინის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გაბრიელ ისაკაძის, სახოკიას, არდაზიანის, შარტავას, ოჩამჩირის, სოკრატ არშბას, ზემო ვეძისის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე კი დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას 30 წუთიანი მონაცვლეობით მუხიანის II, IVა, IVბ მიკრორაიონების და გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებსი, 11 საათიდან 15 საათამდე ხიზაბავრის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 16 საათამდე ვეკუას, ვასაძის, შეშელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 13 საათიდან 16 საათამდე სოფელი წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლები.
„თელასის“ ინფორმაციითვე, 17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ძმები კაკაბაძეების, კერესელიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კახეთის გზატკეცილის და ქვემო ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, საინგილოს, შორაპნის, კახეთის ხევის, ბარათაშვილის, ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.