გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების მინისტრი მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

28-02-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ ასლან მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებული ბავშვების მკურნალობისთვის“-ნათქვამია მინისტრის სამძიმრის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031