გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი ევროპის საბჭოს „გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ“ („ეპასის“) გენერალურ მდივანს შეხვდა

28-02-2018

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ევროპის საბჭოს „ეპასის“ გენერალურ მდივანს სტანისლას ფროსარდს და საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.


შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოში სპორტის სფეროში არსებული ვითარების და ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის გაცნობა წარმოადგენდა.


კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპელ სტუმრებს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის, კანონმდებლობის, სპორტის სახეობების დაფინანსების და ევროპის სპორტის ქარტიისა და სპორტის ეთიკის კოდექსის დებულებების შესრულების ანგარიში გააცნო.


„საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულება „ეპასის“ გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა. შეხვედრაზე საუბარი ახალ რეკომენდაციებს და მათი შესრულების მნიშვნელობასაც შეეხო. ევროპელ სტუმრებს კომიტეტის სამოქმედო გეგმის მთავარი მიმართულებები და ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომები გავაცანი. სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიაზე, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის საყოველთაობა და ხელმისაწვდომობაა, ეს კი შესაბამისი გარემოს და ინფრასტრუქტირის უზრუნველყოფას საჭიროებს. აღსანიშნავია,რომ წლის ბოლოს საქართველო მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების თითქმის ყველა სპორტის მინისტრი დაესწრება,რომელზეც ახალი სპორტის ქარტიის ხელმოწერა იგეგმება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930