დეპუტატი ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომელმაც უმრავლესობას მიმართა სიტყვებით: „ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და ამ პარლამენტში თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები“.
„ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ და მე რომ ახლა თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგებთან? მე მინდა სხვა კოლეგებსაც მივმართო და ვთხოვო, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ. პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება. ამიტომ, ყველამ გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაცა ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს ჩვენ უნდა ვიცავდეთ. ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, - ამბობს ძიძიგური.