გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის III, IV ზონების, მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ), თოფურიძე, ვალენტინის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, II, III, IV, VII მიკრორაიონების, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

12 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის, მარგიანის, საბურთალოს, გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 12 საათიდან 13 საათამდე დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 13 საათიდან 14 საათამდე ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ვაშლიჯვრის დასახლების, მუხრან მაჭავარიანის, გოძიაშვილის, პეტრიწის და არზაყან (დიმიტრი) ემხვარის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, მშვიდობის, გურამიშვილის, თიანეთის, სამუელ ბუაჩიძის, გუდამაყრის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, თემქის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილის, შატილის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, წმინდა მელქისედეკ I და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე გიორგი მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე გუმათჰესის, ცისკარიშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე კი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, აჰმედ ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის და მარჯორი უორდროპის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

„თელასის“ ინფორმაციითვე, 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე გოგებაშვილის, გუნიას, ძმები კაკაბაძეების, ერისთავ-ხოშტარიას, ზალდასტანიშვილის, კერესელიძის და კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე დიღმის მასივის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ) და ახმეტელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930