გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი: რა პრინციპითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ,,ქართული ოცნება’’ დამარცხდება

14-11-2019

მოძრაობა ,,შენების’’ ლიდერი, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ძალიან მკაფიო და ეფექტური გეგმა, რომლის საშუალებითაც ,,ქართული ოცნება’’ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდება.


ეს განცხადება უსუფაშვილმა  ლეიბორისტული პარტიის ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.


„მე არ ვიცი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აქ არ არის. დღეს ყველა ერთ მხარეს ვართ, ივანიშვილის მიერ ძალაუფლების უზურპაციის ეს მცდელობა არ გამოვა. დღეს ყველა ერთად თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩვენებში ის დამარცხდება, რადგან ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა - თუ ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს ყველა ოლქში იქნება ერთი კანდიდატი სრულიად ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი, ამიტომ კარგად დაფიქრდეს რა გზას დაადგა, მას კიდევ აქვს შანსი, იმიტომ რომ პროპორციულ არჩვენების მიღება ამ ქვეყანაში კიდევ შესაძლებელია’’ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031