გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურა (გირჩი) ჯაფარიძე: ლეიბორისტების ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის ცხარე დისკუსია იყო

14-11-2019

პოლიტიკური პარტია ,,გირჩის’’ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ იმის პატიება, რაც ხელისუფლებამ და ივანიშვილმა გააკეთეს, შეუძლებელია.


ამის შესახებ მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული ოპოზიციის ლიდერების შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.


 „ცხარე დისკუსია იყო, ბევრი სხვადასხვა აზრი გაჟღერდა, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის, რაც გააკეთა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ, ამის პატიება შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან ხელისუფლებას ვუშვებთ, ან ჩვენ უნდა გავიქცეთ ამ ქვეყნიდან, რადგან აქ ცხოვრება უკვე საშიშია. ამაზე მეტნაკლებად შეთანხმება შედგა. გამოსავალი არის  ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, მათ შორის გავარკვიეთ, რომ შეიძლება ეს ჩატარდეს პროპორციული გზით, არსებობს პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი და ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც თავისი არსით არის პროპორციული. ამიტომაც, თუ არ უნდა ივანიშვილს და ხელისუფლებას 2020 წელს პროპორციული არჩევნები, ის მიიღებს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს’’ - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031