გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვაშაძე: პრორუსულ ძალებთან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა

14-11-2019

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "პარლამენტისა და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ეროვნული თანხმობა გამოიწვია და ეს თანხმობა არ უნდა დაიკარგოს."

აღნიშნულის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა.

"ერთადერთი, რაც ამ ადამიანს უნდა დავუპირისპიროთ, ეს არის გაერთიანება. დღეს ოპოზიციური სპექტრი მთლიანად, პრორუსული და პროდასავლური, სუყველა დავჯექით ერთად. ყველა ძალიან კონსტრუქციული იყო და ძალიან მაგარი შეხვედრა გვქონდა"-განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დღეს გამოხატული თანხმობა არ უნდა დაიკარგოს.
"რა წყენა, რის წყენა, იმისთანა სილა გაგვაწნეს დღეს, რომ არაფერი წყენა აღარ გვახსოვს. ივანიშვილის დღევანდელმა ქმედებამ ეროვნული თანხმობა გამოიწვია და ეს თანხმობა ჩვენ არ უნდა დავკარგოთ"-განაცხადა ვაშაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031