"დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას",- წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბეგაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტია რვა დეპუტატმა დატოვა.