გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქციის მონაწილეები გორში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შესვლას ცდილობენ

15-11-2019

გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაურია. აღნიშნულ შენობაში განთავსებულია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიურო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია სასტვენების თანხლებით, ჯერ ადმინისტრაციულ შენობასთან გამართეს. ისინი მაკრახიძისგან პარლამენტში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პასუხს ითხოვდნენ და საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

გორის მაჟორიტარი აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილა, რის შემდეგაც შეკრებილებმა თავად გადაწყვიტეს შენობაში შესვლა.

ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა მათ რამდენიმე წუთი მისცეს შენობაში შესვლის უფლების მისაღებად.

"ინტერპრესნიუსი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031