გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან პოლიციელებსა და „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

15-11-2019

გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობენ, შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ და განუმარტავენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მათ არ აქვთ უფლება ტრანსფარანტებით და მანიფესტაციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და აქცია გამართონ. თუმცა, აქციის მონაწილეები დამორჩილებას არ აპირებენ და სამართალდამცავებს ულტიმატუმის სახით მორიგ ვადას აძლევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები გორის მაჟორიტარი დეპუტატების, იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში არ მიიღეს.

აქციის მონაწილეებმა იოსებ მაკრახიძეს საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930