გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბრიუსელში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების ვიზიტი გაიმართება

15-11-2019

ბრიუსელში 18-19 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების ვიზიტი შედგება. დელეგაციის წევრები ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავენ.


დაგეგმილია შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანთან და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, ევროკომისიაში კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის საბჭოს თანათავმჯდომარე მეტიუ ბოსკეტთან. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიიების წარმომადგენლები ნატოში საქართველოს ელჩს და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის გაესაუბრებიან.


19 ნოემბერს ევროპარლამენტში გაიმართება სემინარი, რომლის მომხსენებლებიც იქნებიან ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობიშვილი; საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი; საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი; სომხური ეკლესიის ვიკარი, მამა კირაკოს დავთიანი; კათოლიკური ეკლესიის ვიკარი გაბრიელე ბრაგანტინი; თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.


https://imedinews.ge/ge/saqartvelo/121337/briuselshi-saqartvelos-martlmadidebluri-eklesiisa-da-skhva-religiuri-konpesiebis-viziti-gaimarteba

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031