გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სავაჭრო ცენტრ „თერგის“ მოვაჭრეები შენობაში შეუშვეს

1-03-2018

თბილისში, სავაჭტო ცენტრ „თერგის“ მოვაჭრეების ნაწილი შენობაში შეუშვეს. 
ჯერ-ჯერობით საკუთარი დახლების სანახავად ის პირები შევიდნენ, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა. ესენი ძირითადად ის ადამიანები არიან, ვინც მალფუჭებადი ხორცპროდუქტებით ვაჭრობენ.
მოვაჭრეები ცდილობენ გამოიტანონ თავიანთი საქონელი.
„ჩემი მაღაზია გადარჩენილია, გაყინული საქონელი იყო, არაფერი დაზიანებული არაა. ჯერ კიდევ ყინული აქვს პროდუქტს“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრი „თერგის“ შენობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამწვარია ძირითადად მესამე სართული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით არ დადგენილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031