17-11-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, სოფელი გლდანის და მუხიანის ნაკვეთების, თვალჭრელიძის, მშვიდობის ავშნის, ნუშის, მონადირეს, ფირცხალავას, ავალიშვილის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, მერაბ ალექსიძის, კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, ბერბუკის, ალმასიანის, ასლანიდისალექსანდრე წულუკიძის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების II, III, IIIა მიკრორაიონების და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა მახათის მთის, ცაიშის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე ი ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის და წმინდა მელქისედეკის I ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.