17-11-2019
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ანტისამთავრობო აქცია დასრულდა. პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აქციები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება, რომელიც მასშტაბური მანიფესტაციით, თავისუფლების მოედანზე დასრულდება.
"ყველა დიდ ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით. ხვალ, ზეგ უკვე ტელევიზორით შეგატყობინებთ. 23-ში გვინდოდა აქცია, მაგრამ იმათაც უნდათ 23-ში აქცია და ახლა კვლავ იქნება ყველანაირი ხელშეშლა, ეს რომ არ მოხდეს. ამიტომ, რაღაც სხვა გეგმას შევიმუშავებთ, ხვალ და ზეგ გაგაგებინებთ ტელევიზიით," – უთხრა მხარდამჭერებს დავით თარხან-მოურავმა.
"პატრიოტთა ალიანსმა" დღეს გამართულ აქციაზე გააჟღერა გზავნილი - "არა ოცნებას", "არა ნაციონალებს".