გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა. კერძოდ:

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ "მერანამდე" ორმხრივად აკრძალულია;

რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;

სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;

შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩის გავლით.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930