გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

19-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მეტრომშენის დასახლების და შალვა მშველიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას V ქუჩის, თამარ მეფის, ჯანჯღავას, აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, გლდანულას, გლდანის ხევის, გლდანის, კაჭარავას და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუცების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ხევისპირის, ქერჩის, ვარდისუბნის, 26 მაისის, ბორითის, ბოლნისის, თერგის, დავით კვაჭანტირაძის, ემზარ სულაქველიძის, ალუბლების და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე დაბა ტაბახმელას, კოჯრის და წავკისის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, ილორის, იოსებ ჟორდანიას, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930