19-11-2019
ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავჯდომარეების შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება სეპარატისრების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე მიმდინარეობდა.
ჟენევის დისკუსიის თანადავჯდომარეებმა ერგნეთის ბლოკსაგუშაგო მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.