გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული

2-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, სოფელ წილკანში იმყოფებოდა.
პრემიერმა დაღუპულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთში გუშინ მეორე შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930