გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქალაქო სასამართლოში ვითარება რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ დაიძაბა

20-11-2019

საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სხდომათა დარბაზში შესვლა სურდათ, რისი უფლებაც მათ  მანდატურებმა არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირება მანდატურებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მთელი დღეა დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა გამოაცხადოს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, გადაწყვეტილება 6 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მათ მოსამართლის მოსმენა სხდომათა დარბაზში სურდათ, თუმცა მანდატურებმა პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031