გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

21-11-2019

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური
მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

„როგორც უკვე ითქვა, 2020 წელს საარჩევნო სისტემა არის შერეული. ეს არის კანონიერი სისტემა, განსხვავებით იმისგან, რასაც ოპოზიცია აცხადებს. სხვათა შორის, ე.წ. სასამართლოს მითვისება, რომელიც ქალბატონმა დეკანოიძემ ახსენა... ამ „მითვისებულმა სასამართლომ“ 10 დღის განმავლობაში გაათავისუფლა მისი შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, რაც საკმაოდ მკაცრად დასჯადი დანაშაულია ჩვენს ქვეყანაში.

ამან კი ბევრ მოქალაქეში გამოიწვია შეშფოთება. მაშ, რატომ აქვთ სხვებს მისჯილი ხანგრძლივი პატიმრობა იმავე დანაშაულისთვის მაშინ, როცა მისმა შვილმა სულ 10 დღე გაატარა სასამართლოში. და კიდევ ერთი დეტალი: ამ პროტესტისა და შენობის დაბლოკვის შემდეგ, რაც სრულიად არაკანონიერია, – უნდა განვასხვავოთ გამოხატვის თავისუფლება და კანონიერი ფორმები არაკანონიერი ფორმებისგან, – და ამ არაკანონიერი ფორმების შემდეგ ბევრმა, ბევრმა მხარდამჭერმა დატოვა ტერიტორია.

შედეგად, არ იყოს საკმარისი ხალხი ქუჩის შესავსებად, და ეს არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა! ისინი, ამ უკანონო ქმედებებით, თვითგანადგურებას ეწევიან, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც სამართლიანად, – ვიმეორებ, სრულიად სამართლიანად, – გამოთქვამენ პროტესტს ამ გულაცრუების წინააღმდეგ, აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ისინი არ უნდა იჭრებოდნენ ადმინისტრაციულ შენობებში, პარლამენტის შენობაში, და არ უნდა აბამდნენ ჯაჭვებს პარლამენტის შესასვლელთან“, – განაცხადა ექსპერტმა „ალ ჯაზირას“ პირდაპირ ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930