გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

21-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ და II მიკრორაიონების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, შეშელიძის, წულუკიძის, ვაზისუბნის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, მანდელშტამის, სამგორის, ლოლაძის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I კვარტლის, შუამთის, კალოუბნის და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, ილია ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და თელეთის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე კი ვაშლოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031