გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე ფოთის მერს და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

22-11-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდა. საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და სამომავლოდ გასახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

დღესვე, ქალაქ ფოთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ფოთის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილების პრობლემური საკითხები, მათ საჭიროებებს გაეცნენ და მოგვარების გზებზე იმსჯელეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის სასწავლო და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია მონაწილეობდნენ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილებს ორდღიანი ტრეინინგები ჩაუტარდათ რომლის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031