გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა

22-11-2019

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

დევიდ ნორქვისტმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930