გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"სკოლებში ქართული ენა მეგრულით უნდა ჩანაცვლდეს" - ოკუპირებული გალის გამგებელის ინიციატივა და მუქარა სტუდენტებს

23-11-2019

ოკუპირებული გალის რაიონის გამგებელი თემურ ნადარაია გალის რაიონში გაკვეთილების მეგრულ ენაზე წარმართვის ინიციატივით გამოდის.

НУЖНАЯ ГАЗЕТА -ს ინფორმაციით, მეგრულმა ენამ ქართული უნდა ჩაანაცვლოს.

"იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეგრელები არიან, რომლებიც მეგრულ ენაზე საუბრობენ, ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ მეგრული ენის სწავლება ქართულის ნაცვლად". - აცხადებს ნადარაია.

ოკუპირებული გალის რაიონის გამგებელი იმ სტუდენტებსაც ემუქრება, რომლებიც საქართველოს სხვა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებიან და აფხაზეთიდან განათლების მისაღებად გადმოდიან:

"ჩვენ გვინდა ვუთხრათ საშუალო სკოლის სტუდენტებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ ქართული უნივერსიტეტები სასწავლებლად, მაგრამ წლის განმავლობაში ექვსი თვის შემდეგ ისინი დაკარგავენ ბინადრობის ნებართვას და ვიზაზე ჩამოვლენ აფხაზეთში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - ამბობს ოკუპირებული გალის რაიონის გამგებელი.

newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930