გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკორაიონის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა, III, IV ზონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, თოფურიძის, მაჭავარიანის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის, ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 14 საათიდან 16 საათამდე კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრიწის და ბერაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031