25-11-2019
გერმანული გამოცემა „derstandard“-ი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, სახელმწიფო ხაზინიდან მილიონობით თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით წერს.
„პირადი ესპანელი მზარეული, ავსტრიაში ჩატარებული გახდომის კურსი, დროის ტარება დუბაიში და ზოგადად ფუფუნებისადმი სიყვარული - ასეთია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართ გამოთქმული ბრალდებები.
გამოცემის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ ესპანელი მზარეული თვეში 15 ათასი დოლარი (11 400 ევრო) უჯდება. გარდა ამისა, ირკვევა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, თავის თანაპარტიელ მეგობართან ერთად, გახდომის კურსებზე იმყოფებოდა ავსტრიაში, რაც სახელმწიფოს 70 000 დოლარი (53 300 ევრო) დაუჯდა.
ბოლო ახალ წელს სააკაშვილი დუბაიში, თავის თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა. ეს ღონისძიება, სახელმწიფო ხაზინას 150 000 დოლარი (114 000 ევრო) დაუჯდა. ადრე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტი გასაიდუმლოებული იყო, ეხლა კი ირკვევა, რომ მასში გათვალისწინებული იყო ასევე, ძვირადღირებული საჩუქრების შეძენა უცხოელი ჟურნალისტებისთვის და სხვა ცნობილი პიროვნებებისთვის.
საიტზე რეტრომედიის რუბრიკით განთავსებულია მასალები, რომელიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა.