გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის გამოწვევა პარტიებისთვის, აჩვენონ საკუთარი ძალა ცალცალკე და ერთად

25-11-2019

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გამოწვევა პარტიებისთვის, რათა მათ აჩვენონ საკუთარი ძალა ცალცალკე და ერთად“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად არჩევნები 2020 წელს ჩატარდება დღეს მოქმედი სისტემით და ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, ცალსახად ნიშნავს პოლარიზებულ არჩევნებს, როცა ხელისუფლებისთვის ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ არსებული შერეული სისტემით, რაც გამარჯვებულს საშუალებას აძლევს კომფორტული უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში.

აქვე ნიკოლაშვილი ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ არსებული სისტემით და ბევრად უარეს საარჩევნო გარემოში მოიპოვა ხელისუფლება.

„ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქართული ოცნება დარჩა მარტო, ყველა პარტია მის წინააღდეგაა და რაც მთავარია, მის წინააღმდეგაა ხალხი. ქართული ოცნება კი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ მას უჭერს მხარს, რომ აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, რასაც ადასტურებს ყველა კვლევა და რომ დადგა დრო დაასრულოს მისი მთავარი ოპონენტი - ნაციონალური მოძრაობა. ყველა დანარჩენ პარტიას კი „ოცნება“სწორედ ნაცმოძრაობის ორბიტაზე არსებულ ძალებად მიიჩნევს” - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება ორი სრულიად საპირისპირო და ერთმანეთისადმი რადიკალურად განწყობილი პლატფორმისთვის.

„11 თვის შემდეგ დადგება ქვეყნის პრინციპული არჩევანის მომენტი, გაუგრძელებს ქართველი ხალხი ნდობის მანდატს ქართულ ოცნებას, რომლის მთავარი გზავნილიც მშვიდობა და სტაბილურობაა, თუ მისი ნება გადაიხრება ახალი ძველი სახეებისკენ, რომლებიც ოცნებისთვის ძალაუფლების გამოგლეჯვას პირდებიან ხალხს. თუმცა ვიდრე ეს მომენტი დადგება, მანამდე გასავლელია 11 გრძელი თვე, რომლის გატარებასაც ოპოზიცია მმართველი ძალისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნითა და პროცესების ესკალაციით გეგმავს“ - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.



ვიდეოს ბმული https://www.youtube.com/watch?v=ka8yuJWvy94&feature=youtu.be&fbclid=IwAR1sj3eckegA5_lYaVXQHX6N2OLX_HV9HzZYMICBgVDG3Gf8z0EhsNrTyRU

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930