26-11-2019
საქართველოშიც ისტორია ორჯერ მეორდება, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. არაფრისმაქნისმა პოლიტიკოსებმა, წინა პლანზე თავისი შვილები წამოწიეს და ეხლა მაგათ უნდა ვუყუროთ, უმცროს ბიწაძეებს (ბურჯანაძე), ნათელაშვილებს და ბერძენიშვილებს,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,საქართველოშიც ისტორია ორჯერ მეორდება, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. არაფრისმაქნისმა პოლიტიკოსებმა, წინა პლანზე თავისი შვილები წამოწიეს და ეხლა მაგათ უნდა ვუყუროთ, უმცროს ბიწაძეებს (ბურჯანაძე), ნათელაშვილებს და ბერძენიშვილებს. თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ქვეყნისათვის, ტრაგედიად იქეცით, თქვენი შვილები კი მოგველინენ როგორც ფარსი. ამ პოლიტიკოსებმა ნორმალური, ცხოვრებაში გამოსადეგი უნარები ვერ მიაღებინეს თავიანთ შვილებს და პოლიტიკისათვის გაწირეს”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.