26-11-2019
„ოპოზიციის მოქმედება მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისკენ, რაც დაუშვებელია და რასაკვირველია, პოლიციამ იმოქმედა“-ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ის პროცესები, რაც დღეს ქუჩაში ხდება, მას და მის კოლეგებს დისკომფორტს უქმნის, თუმცა ეს დისკომფორტი მიზერია იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფოს იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ პარლამენტი მუშაობას არ გააგრძელებს.
„ნებისმიერი საკითხი კანონის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ის რაც დღეს ხდება ყველას გვიქმნის დისკომფორტს, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც გერმანული მოდელი არ შეესაბამება, თუმცა, რა მოდელიც არ უნდა ამოქმედდეს, არა მგონია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატების რაიმე შანსი ჰქონდეს.
ჩვენ კანონს არ უნდა გავცდეთ და ყველამ კანონი უნდა დავიცვათ“-განაცხადა ვოლსკიმ.